Friday, November 16, 2012

დათხარი


დათხარი


სიმაღლე:ხვადი 63-68 სმ, ძუ 58-66სმ.
წონა:ხვადი 35-45 კგ, ძუ 28-35კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა:12– 14 წელი
წარმომავლობა:გერმანია
წარმომავლობა
დრათხაარი გამოიყვანეს გერმანიაში მე–19 საუკუნეში. მისი უახლოესი ნათესავები არიან კურცხაარი და ლანგხაარი. მისი ოფიციალური სტანდარტი მიიღეს 1924 წელს.
ჯიშის აღწერა
დრათხაარს აქვს განიერი მკერდი, საშუალო ზომის ჩამოყრილი ყურები, ოვალური მუქი ფერის თვალები, კუდი კუპირებული. შეფერილობა მუქი ყავისფერი სერი ლაქებით.
ხასიათი
ეს მშვენიერი მეგობრული ძაღლი თავისუფლად შეგიძლია იყოლიოთ სახლში. დრათხაარი არის ძალიან გონიერი დამჯერი და მშვენივრად უგებს ოჯახის ნებისმიერ წევრს. არის გაზონასწორებული ძალიან ტემპერამენტიანი და ენერგიული. უყვარს ბევრი სეირნობა.
დანიშნულება
დრათხაარი უნივერსალური მონადირე ძაღლია. მას წარმატებით იყენებენ როგორც ფრინველზე სანადიროდ ასევე დიდ ნადირზე.
 

სტატიის წყარო: monadire.com

გონჩი


გონჩი


ეს წყნარი და ცოტა ზარმაცი, მაგრამ სასარგებლო მონადირე ცხოველია. საოცრად მოძრავი და ენერგიულია. შეუძლია ხშირ ბუჩქნარში სუნზე მისდიოს კურდღელს, ბოცვერს და ხოხობს.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბასეტი პოპულარული მულტფილმის გმირია (ფრედ ბასეტი).
ისტორია
ეს ჯიში მეთექვსმეტე საუკუნის დამლევს გაჩნდა საფრანგეთში. მისი სახელი “Basset” მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან “Bas”, რაც დაბალს ნიშნავს. ბასეტის თავის მოყვანილობითა და მძაფრი ყნოსვის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ბლადჰაუნდის ჯუჯა მუტაციის შედეგია. ბასეტს დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე არ იცნობდნენ. პირველად 1875 წელს ვულვერჰემპტონის ძაღლების გამოფენაზე იხილეს. ბასეტის კლუბი 1883 წელს დაარსდა. დედოფალი ალექსანდრა – ედუარდVII-ის მეუღლე, ბასეტის გულშემატკივარი და გამოფენის მუდმივი მონაწილე იყო. მისმა ერთ-ერთმა ძაღლმა 1909 წელს კრაფტში გაიმარჯვა.
ხასიათი
სევდიანი გამოხედვის მიუხედავად, ბასეტი მხიარული და კომუნიკაბელური ცხოველია. მას ბევრი ვარჯიში და სოფლის გზებზე გასეირნება სჭირდება, რათა ბუჩქნარის ჩხრეკით გული იჯეროს.
სახლში ყოფნას თუ შეეჩვია შეიძლება გასუქდეს და ართრიტი დაემართოს.
შესანიშნავი სანადირო თვისებები
გარეგნობის მიხედვით ძნელი წარმოსადგენია, რომ ბასეტი ბრწყინვალე მონადირეა და გაშლილ ველზე ნადირობისას განსაკუთრებული ამტანობით გამოირჩევა.
ზომა
იდეალური სიმაღლე: 33-38 სმ
ზარივით ხმა
ბასეტს ყეფისას ზარივით ხმა აქვს. ამ ძაღლების ხროვის ყეფა თუ ერთხელ მოისმინეთ არასოდეს დაგავიწყდებათ.
გარეგნობა
თავი: გუმბათისებური დრუნჩისკენ ოდნავ წაწვრილებული.
ყურები: გრძელი თვალებს ქვემოთ ჩამოპარტყუნებული.
სხეული: ფართო გრძელი და კასრისებული.
თათები: ბალიშებიანი, ფართო, მძიმე და დიდსახსრიანები.
თვალები: მუქი ყავისფერი ან შავი; უჩანს თვალის ქვედა ქუთუთოს წითელი ზოლი.
კუდი: გრძელი და წვრილი; მოძრაობისას აპრეხილი.


სტატიის წყარო: http://www.monadire.com/2011/02/02/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a2-%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%98/#ixzz2CN25hfTi

კურცხალი


კურცხალი

გერმანული მეძებარი 
 
წარმომავლობა. ამ ჯიშის ძაღლებმა შეინარჩუნეს ზაუერლანდის (მთიანი რაიონი გერმანიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში) ძველი მეძებრების იერი. 
ჯიშის დახასიათება. 
გერმანული მეძებარი ძალზე გამძლე და აზარტული ძაღლია, მუშაობს კურდღელზე მთებში და სისხლიან ნაკვალევზე დევნის დაჭრილ მსხვილ ცხოველს. გერმანული მეძებარის სიმშვიდე და თანაბარი ტემპერამენტი ხდის მას კარგ კომპანიონად. საჭიროა დაჟინებული წვრთნა. გერმანული მეძებარი მონადირული და კომპანიონი ძაღლია. 
 
აღწერა. გერმანული მეძებარის თავი მსუბუქი და გრძელია, თავის ქალა ოდნავ ამობურცულია, შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა გამოხატულია კარგად, ცხვირის ზურგი სწორია, ტუჩები მუქი პიგმენტაციითაა, თვალები – საშუალო ზომის, მუქი ყავისფერი შეფერილობის; ქუთუთოების გვერდები პიგმენტირებულია, ყურები დასმულია საკმაოდ ახლოს თავის უკანა ნაწილთან; ისინი დაკიდებული, ფართო, გრძელი და ღაწვის ძვლებთან მჭიდროდ მიკრობილია. კორპუსი ძლიერია, კისერი – კუნთოვანი, მკერდი – ფართო, გრძელი, ზურგი – სწორი, კარგი მუსკულატურით. გავა გერმანული მეძებარიარაა ძალზე გრძელი, ოდნაც მოღრეცილია, მუცელი რამდენადმე აწეულია, კიდურები – კუნთოვანი, ძლიერი ჩონჩხით. თათები მრგვალია, ძალიან მჭიდროდ შეკრული თვალებით და მაგარი ბალიშებით. კუდი გრძელია, თავისუფლად ეშვება ძირს და დაფარულია ხშირი ბეწვით. თავად ბეწვი 3-5 სმ-ის სიგრძისაა, სწორი, მკვრივი და ძალიან ხშირი. ქინქლი ასევე ხშირია. შეფერილობა: მუქი მოწითალო-ირმისფერი, შეიძლება იყოს ოდნავ კვამლისფერი ან შავი ჩალისფრით. სხვა დაშვებული შეფერილობები: ღია მოწითალო-ირმისფერი ან შავი პატარა, ოდნავ გარჩევადი ჩალისფერი ლაქებით. სამფეროვანი მუქი ასალით. სიმაღლე მინდაოში:L40-53 სმ, წონა: 20 კგ-მდე. 
ყოლა და მოვლა. გერმანული მეძებარი საჭიროებს სივცეს, ფიზიკურ დატვირთვას და ჯაგრისით ბეწვის რეგულარულ წმენდას. 

პოინტერი


პოინტერი


პოინტერი
ეს ჯიში ინგლისური პოინტერის სახელითაც არის ცნობილი და განთქმულია სისწრაფით, გონიერებითა და ენთუზიაზმით. საუკეთესოა ხმელეთზე ნადირობისას, ლეგენდარული კვალის მაძიებელი და ნადირზე მიმანიშნებელი ძაღლია (ეს ჯიში მყავს მე)!

აღნაგობა

სხეული: ღრმა (ძალზე ჩამოწეული) მკერდი, მოკლე სწორი ზურგი, ძლიერი წელი; გრძელი, დაკუნთული და ოდნავ მოხრილი კისერი
კიდურები: წინა კიდურები – გრძელი, ძლიერი და გამხდარი; უკანა კიდურები – დაკუნთული
კუდი: აპრეხილი, ძირში მსხვილი; აჭრიან ორ მეხუთედს ან ნახევარს. მოძრაობისას კუდი ჰორიზონტალურად უჭირავს
ბალანი: მოკლე, უხეში, ხშირი; შავი ან მოწითალო-მოყავისფრო, ზოგჯერ თეთრი ხალებით მორთული
თვალები: საშუალო ზომის, გონივრული გამოხედვა
ყურები: დიდი და ჩამოპარტყუნებული
თავი: მოხდენილი, ფართო, ოდნავ მომრგვალებული, გრძელი დრუნჩით; დრუნჩის წვერი შავი ან ყავისფერია, ბეწვის ფერის მიხედვით

ნადირობის ექსპერტი
გერმანული კურცჰარი ნადირობის ექსპერტი კი არ არის, არამედ შესანიშნავი მცველი და სახლის ძაღლიცაა.

ხასიათი

გერმანული პოინტერი საერთოდ კეთილი, გაწონასწორებული ხასიათის, ერთგული და დამჯერი ძაღლია. ძალიან ენერგიულია და ყოველთვის მუშაბის გუნებაზეა.

ზომა

სიმაღლე:
ხვადი: 58-64 სმ
ძუ: 53-58 სმ