სეტერი


ისტორია

ირლანდიურ სეტერს სპანიელების, სეტერებისა და პოინტერების სისხლი აქვს. ამ ჯიშის ძაღლს წინაპარი თეთრ-წითელი ძაღლი იყო და დღევანდელ ირლანდიურ სეტერთან შედარებით მოკლე კიდურები ჰქონდა. XIX საუკუნის დამდეგს ინტენსიური ხელოვნური გადარჩევის შედეგად წარმოიშვა ხასხასა მოწაბლისფერო-მოწითალო სეტერი, რომელმაც გამოჩენისთანავე უამრავი ჯილდო მოიპოვა. იმავე ხანაში სერ ედუარდ ლავერაკმა გამოიყვანა კარგი ხასიათის კოხტა ინგლისური სეტერი; ამის გამო მას ლავერაკის სეტერსაც უწოდებენ. გორდონ სეტერი გორდონის ჰერცოგებმა თავიანთ შოტლანდიურ მამულებში გამოიყვანეს. მისი წინაპარი იყო კოლი – შავი და მოითალო ფერი სწორედ კოლისგან ერგო მემკვიდრეობით.

აღნაგობა

თავი: გრძელი და გამხდარი, ოთკუთხა დრუნჩით; თავის ქალას ზედა ნაწილი და დრუნჩი პარალელური და ერთი სიგრძის აქვს. დრუნჩის წვერი, როგორც წესი, მუქი ყავისფერი ან შავია.
თვალები: ნუშისებური ფორმის, სწორხაზოვნად განლაგებული; ღია ან მუქი ან ყავისფერი.
ყურები: საშუალო ზომის, თავის ქვედა, უკანა ნაწილზე განლაგებული და ჩამოპარტყუნებული.
სხეული: ღრმა (ძალზე ჩამოწეული), ვიწრო მკერდი, სწორი ზურგი და დახრილი გავა.
ბალანი: საშუალო სიგრძის, სწორი, აბრეშუმივით რბილი, მუქი წაბლისფერი ბეწვი; გრძელი ბალანი მუჩელზე, კუდზე, ზურგსა და კიდურებზე.
კიდურები: უკანა კიდურები – გრძელი და დაკუნთული; წინა კიდურები – სწორი და ძარღვიანი.
თათები: მორკალულფლანგებიანი პატარა თათები; ფალანგებს შორის გრძელი გრძელი ბეწვი.
კუდი: საშუალო სიგრძის, კონუსისებური; ზურგის გასწვრივ გაფშეკილი ან ოდნავ ქვემოთ დახრილი.

No comments:

Post a Comment